ბაქრაძის ვიზიტები რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში
5–7 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუმინეთს სტუმრობს, ხოლო 8–10 ივნისს დეგეგმილია მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბასესკუს, სენატის თავმჯდომარეს მირჩეა ჯოანას და დეპუტატთა პალატის სპიკერს რობერტა–ალმა ანასტასეს, ასევე პრემიერ–მინისტრს ემილ ბოკს და რუმინეთის პატრიარქს შეხვდება.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან ჯონ ბერქოუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან უილიამ ჰაგთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)