საქართველომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი ვერცხლის მედალს დასჯერდა მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ირანელ ომიდ ჰაჯი ნოროზისთან დამარცხდა.

ლაშხის ვერცხლის მედალთან ერთად საქართველოს უკვე ორი მედალი აქვს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 29 ივლისს საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.  

ასევე 6 აგვისტოს 27 წლის ვლადიმერ გეგეშიძე 84 კგ წონით კატეგორიაში ახლოს იყოს ბრინჯაოს მედლის მოგებასთან ყაზახ დანიალ გაჯიევთან დაპირისპირების დროს, როდესაც გადამწყვეტ პერიოდში ქართველმა ფალავანს 2 ქულა მიაკუთვნეს, თუმცა, ყაზახმა სპორტსმენმა გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ, მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ქულა და, საბოლოო ჯამში, ბრინჯაოს მედალიც გაჯიევს მიაკუთვნეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)