საქართველომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 27 წლის მანუჩარ ცხადაია ბრონჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მან 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და მათგან სამი  დამაჯერებლად მოიგო, მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა უნგრელ ტომაშ ლორინცთან.

ამ ბოლო მედლის ჩათვლით, საქართველოს სულ სამი მედალი აქვს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 29 ივლისს საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ხოლო 6 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რევაზ ლაშხი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)