საქართველოს პატრიარქი ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა კვირას, რომ 1 ოქტომბერს “ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში” და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ექნება და ორშაბათის საპარლამენტო არჩევნები „მშვიდობიანად“ ჩატარდება.
„ასეთი რთული მზადება ჯერ არ ყოფილა ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით იმას, რომ არ იქნება დარღვეული, არ იქნება გაყალბებული ეს არჩევნები. ხალხს ვინც უნდა, ის უნდა აირჩიოს“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი რომ ჩვენმა ერმა და ხალხმა გაიხაროს“, – განაცხადა მან. „სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)