ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 44.99% შეადგინა
ცესკოს მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 44.99% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე 1 625 818 ადამიანმა უკვე მისცა ხმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოს მასშტაბით კვლავ ამბროლაურის ოლქში ფიქსირდება – 61%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ წალკაში – 26.5%.
დედაქალაქში აქტივობის მხრივ კვლავ მთაწმინდა ლიდერობს 53.8%–ით, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიურია ისნის ოლქი, სადაც ამომრჩეველთა 40% მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.
დილის 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.3%–ს, ხოლო 12 საათისთვის – 25.88%–ს შეადგენდა.
ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)