მერაბიშვილი ‘ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ’ იმყოფება

მოქმედმა მთავრობამ 16 ოქტომბერს თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა ორწინადადებიანი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა“.

„ვანო მერაბიშვილი საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქმედი მთავრობის პრესსამსახურმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანას სტუმრობს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც 15 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გახდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)