აშშ-ის სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია 12-13 დეკემბერს საქართველოს ეწვევა რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც იგი ასევე ესტუმრება სომხეთსა და აზერბაიჯანს.
მას თან ახლავს აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი; ეს უკანასკნელი იუსტიციის დეპარტამენტში ევრაზიის რეგიონალური დირექტორია და პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგების მიმართულებას კურირებს.
„ისინი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში 12 დეკემბერს., „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)