სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი უფროსის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 15 მარტს მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი შეაჩერა.
კონკურსის შეჩერება შუალედური ღონისძიებაა, სანამ სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ბარათაშვილი აცხადებს, რომ იგი სამეურვეო საბჭომ 4 მარტს უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლოს განცხადებით, მან დასაშვებად სცნო გიორგი ბარათაშვილის სარჩელი და მოსამზადებელი სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)