ფანჯიკიძე ბაქოს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 18 მარტს აზერბაიჯანში ორდღიან ვიზიტს იწყებს.
ვიზიტის ფარგლებში ფანჯიკიძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს, ასევე პრემიერ–მინისტრ არტურ რასი-ზადეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოკტაი ასადოვს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ასევე გამართავს შეხვედრას კულტურის მინისტრთან აბულფაზ გარაიევთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)