აშშ–ის საელჩო მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართულ კენჭისყრას
შეთანხმება იმ ფორმულაზე, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები, გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)