საქართველოში PayPal-ის სისტემა ამოქმედდა
ონლაინ ანგარიშწორების სისტემა PayPal-ი, რომლის მფლობელიც eBay Inc.–ია, საქართველოშიც ამოქმედდა.
11 აპრილს გავრცელებულ პრეს–რელიზში PayPal-მა განაცხადა, რომ საქართველოში PayPal–ის სერვისის გაშვება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე ხდება; მხოლოდ გასული წლის პირველ თვეებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღრიცხულ იქნა ინტერნეტ ტრანზაქციების რეკორდული მოცულობა, რაც 162%-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე, PayPal-ი საქართველოში ინდივიდუალური მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, მომავალში კი იგი გეგმავს მომხმარებლებს საქართველოში დამატებითი სერვისები შესთავაზოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)