სააკაშვილი პოლონეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით 11 აპრილს პოლონეთს ეწვია, სადაც თავის პოლონელ კოლეგასთან  ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართავს შეხვედრას, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდება.

ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ვარშავას დეკემბერში სტუმრობდა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტამდე პოლონეთს 8–10 აპრილს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)