ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 მაისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებთან და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)