ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის „ახლო პარტნიორობას“, რომელიც „საერთო ღირებულებების და ორმხრივი ინტერესების მტკიცე საფუძველს ემყარება“.
„ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ასევე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიმართ“, – აცხადებს კერი.
„პატივისცემას გამოვხატავთ თქვენი სამხედროების ერთგულების მიმართ, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, მათ შორის მათ მიმართ, რომელთაც თავი გაწირეს, და ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას“, – ნათქვამია მისალოც გზავნილში.
„ამ დღეს, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ გავაღრმავოთ ეს მეგობრობა, რადგანაც სწორედ ერთიანობასა და პარტნიორობაშია ძალა. ვულოცავ ქართველებს მთელს მსოფლიოში თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა კერიმ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)