ფოტოები: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, რომლის დროსაც თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 25 ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არ გამართულა, თუმცა სამხედრო კომპონენტის ფარგლებში სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოიფინა.