რასმუსენი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამძიმრის წერილები გაუგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქართულ ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„თავის წერილებში გენერალურმა მდივანმა უდიდესი მწუხარება გამოხატა ქართველი ერის და დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მიმართ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე აღიარებს საქართველოს ერთგულებას მისიის მიმართ. მისი თქმით, ასეთი ინციდენტები, რაც არ უნდა საშინელი იყოს ისინი, ვერ გადაგვახვევინებს ჩვენს მიერ დასახული მიზნებიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ავღანელებმა თავად დაიცვან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და უზრუნველყონ, რომ ის აღარ იყოს უსაფრთხო თავშესაფარი საერთაშორისო ტერორიზმისთვის“, – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ასევე დაურეკა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდართან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)