სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი, რომელიც თბილისს სტუმრობს, 17 ივლის თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „ძმური ურთიერთობები“ აქვთ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომხეთს მარტში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)