საქართველოს პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში, კიევსა და მინსკში
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 23 ივლისს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პატრიარქი იმ რვა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს შეუერთდება, რომლებიც საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც ასევე ითვალისწინებს ვიზიტებს კიევსა და მინსკში.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, ილია მეორე სხვა დელეგაციებთან ერთად 25 ივლისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება; ანალოგიური შეხვედრები ასევე იგეგმება უკრაინის და ბელარუსის პრეზიდენტებთან კიევსა და მინსკში 27 ივლისს და 29 ივლისს, შესაბამისად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)