ევროკავშირი მიესალმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ‘არსებით დასრულებას’

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წამომადგენელი ქეთრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე მიესალმნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების „არსებით დასრულებას“.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტზე, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება, ასევე ამ შეთანხმების შემდგომ ხელმოწერას ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია ეშტონის და ფულეს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 24 ივლისს გამოქვეყნდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როგორც ევროკავშირისათვის, ასევე საქართველოსთვის და გზას უხსნის ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო ზეგავლენას მოახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საქართველოსა და მის ყველა მოქალაქეს ევროკავშირთან დააახლოვებს. ის დაეფუძნება უკვე არსებულ მჭირდო თანამშრომლობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)