წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 0.6% შეადგინა
საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%–ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივნისში 0.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც საქსტატმა 30 აგვისტოს გამოაქვეყნა.
საქსტატმა ასევე მცირედით გაზარდა 2013 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 1.3%-დან 1.4%-მდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)