პრემიერ–მინისტრი ღია წერილში მისი პოლიტიკიდან მოსალოდნელი წასვლის მიზეზებსა და მიზნებზე

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას განუმარტავს მთავრობის მეთაურისა და მმართველი კოალიციის ლიდერობიდან მისი მოსალოდნელი წასვლისა და საზოგადოებრივ სექტორში საქმიანობის გაგრძელების მიზნებს.

"ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის,  როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება", – აცხადებს ივანიშვილი. 

მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც "საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს".

ივანიშვილი აცხადებს, რომ იძლევა „გარანტიას“, რომ „მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს“, ხოლო იგი საზოგადოებასთან ერთად, „მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა“.

„ჩვენი მორიგი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ სწორედ ჯანსაღი, საკუთარი ფუნქციის მქონე, საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის განვითარება, ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ თავადაც ჩაებმება, აღზრდის და ამით ხელს შეუწყობს ევროპული ყაიდის, დემოკრატი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)