აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დღეს დილის 08:09 საათისთვის, რომლის ეპიცენტრიც ქალაქ ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრში იყო, იტყობინება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა ადილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ სახლების დაზიანება გამოიწვია ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში.

მიწისძვრის რყევები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.