პუტინმა სურკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობებში თანაშემწედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს  ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ დანიშნა სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სურკოვმა ამ თანამდებობაზე ტატიანა გოლიკოვა შეცვალა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ–ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დახმარებაზე აძლევდა რჩევებს.    

სურკოვი, რომელიც ერთ დროს გავლენიანი ფიგურა იყო კრემლში, 1999–2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2013 წლის მაისამდე ვიცე–პრემიერის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)