სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გავლებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს შეკრებას სთავაზობს
პრეზიდენტი სააკაშვილი მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთავაზობს, რათა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „საოკუპაციო ხაზის გადმოწევის“ საკითხი იქნას განხილული, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა 9 ოქტომბერს.
„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე სასწრაფო მსჯელობაა საჭირო და ერთი სიტყვით გადავცემ მთავრობას პრეზიდენტის თხოვნას, პრეზიდენტის სახელით, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო, თუ მათი სურვილი იქნება“, – განაცხადა ბარნოვმა.
პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, რომელიც წინა ორ სხდომას არ დასწრებია, ჯერჯერობით ამ ბოლო შემოთავაზებაზე არ უპასუხია, თუმცა 30 სექტემბერს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ურთიერთობები რუსეთთან ან ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესი, რადგანაც არსებული სიტუაციის შექმნაში „ლომის წილი“ სწორედ მას მიუძღვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)