ივანიშვილი: მომავალი პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში დასახელდება

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც მას ამ თანამდებობაზე შეცვლის, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში დასახელდება. მან ასევე განაცხადა, რომ 97-98%-იანი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს და მეორე ტური არ იქნება.

„ეს [პრემიერობის კანდიდატი] შეთანხმდება ჯერ [კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ] საბჭოზე, შემდეგ შეთანხმდება ფრაქციაში“,  – განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში გეცოდინებათ ვინ იქნება ახალი პრემიერი; ერთი კვირის განმავლობაში, მე ვფიქრობ, უკვე შეთანხმებული იქნება საბჭოსთანაც და შეთანხმებული იქნება კოალიციასთან ახალი პრემიერი“, – აღნიშნა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)