ირაკლი ალასანია საფრანგეთს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც პარიზში იმყოფება, თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხს განიხილავს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ ოთხშაბათს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები შეიარაღების გენერალურ დირექტორატში საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან და გენერალურ მდივანთან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფრანსის დელონთან, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)