საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს ზრდამ 3.9% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 3.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც სექტემბერში 1.6%–იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 1.9% შეადგინა.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს მშპ-ს 5%–იან ზრდას პროგნოზირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)