ძლიერმა თოვლმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია



ბათუმი, 9 დეკემბერი, 2013. ფოტო: ინტერპრესნიუსი

დასავლეთ საქართველოს რაიონებში დიდთოვლობამ 9 დეკემბერს 161 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იტყობინება ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „ენერგოპრო“.

ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია სამეგრელოს, რაჭა–ლეჩხუმის და აჭარის რიგ რაიონებში.

„ენერგოპროს“ განცხადებით, ზოგიერთი ადგილებში კომპანიის თანამშრომლები ვერ აღწევენ დაზიანებულ გადამცემ ხაზებამდე და ბოძებამდე, რადგანაც ძლიერმა თოვლმა ტრანსპორტის მოძრაობაც შეაფერხა.



ბათუმი, 9 დეკემბერი, 2013. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თოვლის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზეც.

ამინდის გაუარესებულმა პირობებმა შესაძლოა პარლამენტის მუშაობაზეც იმოქმედოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორშაბათს; მისი თქმით, დეპუტატებს შესაძლოა გაუჭირდეთ ქუთაისში ჩასვლა.

ძლიერმა თოვლმა და მოცურების საშიშროებამ საცობები შექმნა და ტრანსპორტის გადაადგილება შეანელა ბათუმსა და ქობულეთს შორის არსებული გზის მონაკვეთზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)