იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე დაინიშნა
ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო, როდესაც ეს უკანასკნელი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, იუსტიციის მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა.
ტაბატაძე სამართალდამცავ ორგანოებში 90–იანი წლების შუა პერიოდიდან 2008 წლამდე მსახურობდა; ის პარტია ქართულ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს წევრი იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ამ ახალი დანიშვნის შედეგად იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ოთხის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება.
ნოემბერში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთ–ერთი მისი ყოფილი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)