წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა

საქართველოს რეალური მთლიანი შინდა პროდუქტის ზრდამ ნოემბერში 7.8% შეადგინა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში 4.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც საქსტატმა სამშაბათს გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, 2013 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა.

მთავრობამ, რომელიც 2013 წლისთვის თავდაპირველად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა, 2014 წლისთვის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5%-ზე გათვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)