პრემიერ-მინისტრი დაგეგმილ უცხოურ ვიზიტებზე საუბრობს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 იანვარს მთავრობის ხელმძღვანელის რანგში მოწვეულ პირველ პრესკონფერენციაზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილ უცხოურ ვიზიტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის 22-23 იანვარს დავოსში გაემგზავრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად.
ამის შემდეგ, ღარიბაშვილის ინფორმაციით, ის ისრაელში გაემგზავრება, სადაც, მისი თქმით, ხელს მოაწერს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ასევე დასწრება მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციას, რომელიც 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება.
პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული თარიღის დაკონკრეტების გარეშე ასევე დააანონსა მომდევნო ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში შედგება და სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.