წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.9% შეადგინა
წლიური ინფლაცია 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდში. წყარო: საქსტატი
იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.9% შეადგინა, რაც გაზრდილი მონაცემია დეკემბერში დაფიქსირებულ 2.4%-თან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.
იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ზრდა ძირითადად სურსათისა და საცხოვრებელზე ფასების გაძვირებამ განაპირობა, შესაბამისად, 5.2% და 8.9%-ით. ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასები კი იანვარში 8.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)