ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნებში მეორე ტურის ალბათობას გამორიცხავს

ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე, განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ პირველ ტურშივე მოიგებს არჩევნებს.   

თავდაპირველი უარის შემდეგ, ქართული ოცნება დათანხმდა, რომ 50%–იანი ბარიერი იქნას შემოღებული მერების და გამგებლების ასარჩევად პირველ ტურში, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 40%–იანი და 33%–იანი ბარიერებისა, შესაბამისად.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს 18 თებერვალს 50%–იანი ბარიერის შემოღებაზე საუბრისას. „მეორეს მხრივ, უაღრესად აქტუალური საკითხია, რადგანაც პოლიტიკური ძალები უფრო მეტად მობილიზებული უნდა იყვნენ“.

კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტურის ალბათობა თბილისში, ნარმანიამ უპასუხა: „არა, არანაირი მეორე ტური არ იქნება“.

სხვა პოლიტიკურ პარტიებს თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ; ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის პრაიმერის გზით აპირებს კანდიდატის შერჩევას.