პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი პირველი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 21 თებერვალს გამოვა.
პრეზიდენტის თანაშემწეების ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მარგველაშვილი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება და თავის ხედვას გაახმოვანებს ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, საგარეო პოლიტიაზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებებიც ახალი კონსტიტუციით მნიშვნელოვნად შემცირდა პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე, თავის გამოსვლას პარასკევს დღის 2 საათზე დაიწყებს.
მისი გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვლენ დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; შემდეგ პრეზიდენტი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)