ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს გაიმართება
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 21 თებერვალს პარლამენტში თავისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, რომ ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.
„გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა, საზოგადოებამ არ გაიგოს უცებ არჩევნების შესახებ, არამედ დაიწყონ არჩევნებისთვის დროული მზადება, მინდა მოგახსენოთ, რომ არჩევნები დაინიშნება მიმდინარე წლის 15 ივნისს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ის შესაბამის განკარგულებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)