პრეზიდენტი მარგველაშვილი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
27-28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთს, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანს შეხვდება.
ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრა სომხეთის კათალიკოსთან გარეგინ მეორესთან.
სომხეთში ვიზიტს წინ უძღვის პრეზიდენტ მარგველაშვილის სტუმრობა აზერბაიჯანში, რომელიც 12-13 თებერვალს შედგა და იანვარში მისი ვიზიტი თურქეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)