წინასწარი შეფასებით, იანვარში მშპ–ს ზრდამ 7.8% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 7.8% შეადგინა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ეს მაჩვენებელი 8.4% იყო.

„საქსტატმა“ ოდნავ გაზარდა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თავდაპირველად გამოქვეყნებული 3.1%–დან 3.2%–მდე.  2014 წელს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%–ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ეკონომიკური აქტივობა ბოლო თვეებში გამოცოცხლდა, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის წყალობით და ეს ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)