სოსლან გატიკოევი

დე ფაქტო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი

ზოგადი ინფორმაცია

  • სოსლან გატიკოევი დაიბადა 1967 წელს.
  • სამხრეთ ოსეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის (1996-2001 წლები) მთავრობაში  იგი თავდაცვის მინისტრი იყო.
  • 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითის გამარჯვების შემდეგ, გატიკოევი საცხოვრებლად  ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა.
  • 2006 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში  უსაფრთხოების დაცვის კერძო სამსახური ჩამოაყალიბა (შპს „АРС“).
  • 2012 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ახსარ ლავოევთან (მოქმედი დე ფაქტო შს მინისტრი) ერთად აფინანსებდა ლეონიდ თიბილოვის წინასაარჩვენო კამპანიას.
  • 2012 წლის 22 მაისს ლეონიდ თიბილოვმა იგი საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა.

დამატებითი ინფორმაცია

  • პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სოსლან გატიკოევი არის ფაქტობრივი ხელმძღვანელი პარტიისა „ნიხას“, რომელიც 2013 წლის მაისში საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა რუსლან გაგლოევმა შექმნა. პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე 2014 წლის აპრილიდან ცხინვალის მერი ალან ალბაროვია.
  • სოსლან გატიკოევისა და ახსარ ლავოევის ტანდემი მოიხსენიება როგორც გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.