ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზარარ აჰმად ოსმანი 17 მარტს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მართავს მოლაპარაკებებს.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს თავის ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.
საქართველოს შემდეგ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 18–19 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)