ცხინვალმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 8 ივნისს საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტი „რესი“ პარასკევს.
მანდატების მოპოვება 34–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ხუთი წლის ვადით აირჩევა, პროპორციული სისტემით ხდება.
საპარლამენტო არჩევნები სეპარატისტულ რეგიონში, რომელსაც თბილისი არ აღიარებს, ერთი კვირით უსწრებს წინ საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს.