ჟვანიას საქმეზე დაკავებულ ექსპერტს და გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს, და გარდაცვილილი პრემიერის დაცვის ერთ-ერთ წევრს მიხეილ ძაძამიას.
- პროკურატურამ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი დააკავა
- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავეს
ორივე მათგანს სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ ბრალად, თუმცა ისინი უარყოფენ ამ ბრალდებებს.
ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.