ევროკომისარი ფულე ‘შეშფოთებით ადევნებს თვალს’ სააკაშვილის დაბარებას დაკითხვაზე

ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფულე საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამას შეშფოთებით ადევნებს თვალს.

25 მარტს მან დაწერა Twitter-ზე: „შეშფოთებით ვადევნებ თვალს სააკაშვილის გამოძახებას. არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ევროპული პრაქტიკა და სტანდარტები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული“.