სააკაშვილი სკაიპით დაკითხვაზე უარს აცხადებს
ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სკაიპით დაკითხვის თაობაზე პროკურატურის შემოთავაზების კომენტირებისას განაცხადა, რომ მას „სისულელეებზე“ დასახარჯი დრო არ აქვს.
„ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა. მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულელეებზე ვხარჯო დრო“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო განცხადებაში, რომელიც „რუსთავი 2“–მა გაუშვა 27 მარტს.
სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, ეს განცხადება იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ხუთშაბათს ტიმოშენკომ მაისის არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრის თაობაზე განცხადება გააკეთა.
„შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის, როგორც ჩანს და ახლა შეცვალეს ფორმები“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელებისგან და იულია ტიმოშენკოს მაგალითზე უნდა ისწავლოს, თუ „რითი მთავრდება ასეთი სახის კამპანიები. „ცუდად მთავრდება“, – განაცხადა მან.