ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა 31 მარტს–1 აპრილს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.
იგი თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ განხილვაზე, რომელშიც 31 მარტს–1 აპრილს ასევე მიიღებენ მონაწილეობას სკანდინავიის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.