საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთს სტუმრობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში თავის ორდღიან ვიზიტს 2 აპრილს იწყებს.

ვარშავაში ის პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის, პრემიერ-მინისტრს დონალ ტუსკს, ასევე პოლონეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების სპიკერებს ევა კოპაჩს და ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვევა ქალაქ კრაკოვს.