ღარიბაშვილი მერკელის მიწვევით გერმანიას სავარაუდოდ ივნისში ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას კანცლერ ანგელა მერკელის მიწვევით სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში ეწვევა, იტყობინება პრემიერის პრესსამსახური.

„ანგელა მერკელის მიწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ, რომელიც არაუგვიანეს ივნისისა გაიმართება“, – აცხადებს პრესსამსახური 7 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, გერმანიისა და საქართველოს მთავრობის მეთაურები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებს. ვიზიტის პროგრამა და ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიას სამუშაო ვიზიტით 10 აპრილს ეწევა.