სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი 8 აპრილს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.
იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მაია ფანჯიკიძეს და ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მიროსლავ ლაიჩაკი თბილისში სლოვაკეთის საელჩოს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და ასევე დაესწრება აკვა პარკის გახსნას, რომელიც სლოვაკეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიერ გამოყოფილი 25 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციით აშენდა.