ქართული ბატალიონი ყანდაღარში განთავსდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო–სადაზვერვო ბატალიონი ყანდაღარის პროვინციაში განთავსდა ISAF–ის მისიის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს.

საქართველოს თებერვლამდე ორი, 750–კაციანი ბატალიონი ჰყავდა ჰელმანდის პროვინციაში; ერთი ქართული ბატალიონი ჰელმანდში დარჩება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყანდაღარის პროვინციაში დიდი ქართული სამხედრო შენაერთი განთავსდა. 2011 წელს ქართველი სამხედრო ინსტრუქტორების მცირე ჯგუფი ავღანური ძალების საარტილერიო წვრთნას ახორციელებდა ყანდაღარში.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავღანური მისიის ფარგლებში ქართული სამთო–სადაზვერვო ძალები ერთვებიან.