მაია ფანჯიკიძე გერმანიაში ვიზიტს იწყებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 10-12 აპრილს გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია ასევე შეხვედრები გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან.
„შეხვედრებზე განხილული იქნება როგორც ორმხრივი, ასევე საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის თემატიკა“, – იტყობინება საგარეო უწყება.
ვიზიტის ფარგლებში დეგეგმილია ასევე ფრიდრიხ ებერტის ფონდში ჯანჯიკიძის მოხსენება თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული ორიენტაცია“.
ამასთან, ივნისში გერმანიაში გამგზავრებას და კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.