ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვაში საინვესტიციო კონფერენციებს გეგმავს

ევროკავშირი მოლდოვასა და საქართველოში საინვესტიციო კონფერენციების ჩატარებას გეგმავს 12 და 13 ივნისს, შესაბამისად, ამ ქვეყნებში ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტთან დაკავშირებით, იტყობინება ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახური.

ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას არაუგვიანეს ივნისისა აპირებს.  

ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ კონფერენციების დროს ყურადღება გამახვილდება ბიზნეს საქმიანობასა და ინვესტიციებზე მოლდოვასა და საქართველოში; დისკუსიების დროს ასევე მოხდება ფოკუსირება იმაზე, თუ პრაქტიკური თვალსაზრისით რას მოუტანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ბიზნესს.